„არავის გადაუტანია პროექტში იმდენი, რამდენიც მე...“ - ლუკა შაფაქიძე

ლუკა შაფაქიძე

„პრაიმ ჰაუსის“ ახლა უკვე ყოფილმა მონაწილემ, ლუკა შაფაქიძემ შაბათის ლაივამდე დაწერა ფეისბუკ პოსტი და განმარტა, რატომ უნდა დარჩენილიყო პროექტში.

რა ხმამაღლა საუბრობენ იმაზე, რომ „უზრდელი“ და „უტაქტო” ვარ მაშინ, როცა თავს ვიცავ. Oh yes, bitch! ეგეთი შემტევია ჩემი თაობა და თავდაცვის ინსტინქტები ასე გვაქვს გამომუშავებული, ისევ ბოროტი და კომუნისტურ ეპოქაში ჩარჩენილი ხალხის გამო.

ჯვარს მაცვეს და თავზე გადამიარეს პროექტში, მაგრამ ამას ვერ ხედავთ ან დანახვა არ გინდათ, რადგან უბრალოდ არ მოგწონვართ. ნეტავ დამენახა, ამდენ ადამიანს ესაუბრა ხმამაღლა მაშინ, როცა დედა მაგინეს, ხელით იწევდნენ ჩემკენ, ეხებოდნენ ჩემს პირადსა თუ ოჯახს, სკამზე ერთი თვე მსვამდნენ, 4 კვირა ზედიზედ, ეპარებოდათ ეჭვი ჩემი ხმების ვალიდურობაში და საჩივრებს წერდნენ! სახეში ცხელ ყავას მასხამდმენ! სტრატეგიებს წერდნენ ჩემს გაგდებაზე იმიტომ, რომ ვძულვარ ხალხს, ვისთანაც ვცხოვრობ, რადგან დიდი პრობლემა ვარ სიმართლეზე საუბრის და პირდაპირობის გამო!!!

არავის გადაუტანია პროექტში იმდენი, რამდენიც მე. არავის გამოუვლია ამდენი წნეხი და ზეწოლა. თავს კი არ ვაცოდებ ვინმეს, ვსაუბრობ იმ რეალობაზე, რასაც ახალგაზრდობა გადის ისევ გაბოროტებული ხალხის გამო. მაგრამ პარალელურად, დღესაც მადლობებს ვისმენ იმაზე, რომ არასდროს მეშინოდა სიმართლე მეთქვა და ფაქტები დამელაგებინა, რომლებიც კვირების მერე თავისით გამოაშკარავდებოდა! ახლა ვისმენ ბოდიშებს ბევრ თემაზე, რასაც მე ვამტკიცებდი, მაგრამ არავინ მიჯერებდა. ჩემი მხრიდან უდიდესი გამბედაობა იყო პროექტში შესვლა, რადგან თავიდანვე გათავისებული მქონდა, რამხელა სიძულვილს მივიღებდი.

მე ვიმსახურებ პროექტში დარჩენას და ვიმსახურებ ფინალში ყოფნას. თუ წამოვალ, რას ვიზამ. წინ მაინც დიდი გზა მაქვს გასავლელი. განსხვავებით ბევრისგან, „თხა და გიგოს“ დონეზე დარჩენას არ ვაპირებ! You gon’ see my fucking face every fucking where.

წარმატებები თითოეულ მონაწილეს, მათ შორის, რა თქმა უნდა, მეც. ახალგაზრდა ხმას, რომელიც სულ სხვა მისიით და მიზნებით შევიდა პროექტში.“ - დაწერა ლუკა შაფაქიძემ.

ცნობისთვის, ლუკამ პროექტი დატოვა და გამარჯვებისთვის ბრძოლას ირაკლი და ნიკა განაგრძობენ.