,,არამც და არამც, არ მიმიყენებია შეურაცხყოფა ემიგრანტებისთვის..." - თამაზას პასუხი გურამს

თამაზა

,,პრაიმ ჰაუსის" მონაწილე თამაზა, სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, რომლითაც გურამს ჰპასუხობს. მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

,,პოსტების წერა არ მომწონს, მაგრამ ჩავთვალე საჭიროდ გამომეხატა ჩემი ემოცია განვითარებულ მოვლენებზე.

ძალიან სამწუხაროა, როცა ადამიანები ბოროტად იყენებენ სხვა ადამიანებს და მით უმეტეს, მათ კეთილად ნათქვამ სიტყვებს ისე აბუქებენ, რომ საზოგადოებაში გააჩინონ სიძულვილი.

არამც და არამც არ მიმიყენებია შეურაცხყოფა ემიგრანტებზე, მით უმეტეს სიტყვა ,,უჭკუო” ჩემს აზროვნებაში არ გამივლია, არათუ მეკადრებინა ადამიანებზე, რომელ ადამიანებს ჩემთვის გმირის წოდება აქვთ.

დედაჩემი, ჩემი ძმა ემიგრაციაშია და პირველ რიგში, მათ არ მივაყენებდი შეურაცხყოფას, ზუსტად ვიცი, ემიგრანტის როლი და გმირობა, ისიც ზუსტად ვიცი, რა გრძნობაა, როცა შენი ძვირფასი ადამიანები ემიგრაციაში არიან.

მე ის აღვნიშნე, რომ ისედაც ამდენ ჭირვარამ ნახულ ადამიანებს, მოუწოდონ ფანკლუბებში თანხები ურიცხონ, როცა თითო თეთრს აგროვებენ, რომ აქ ოჯახი შეინახონ, რომ არასწორია გამარჯვებისთვის მიმართო მსგავს ქმედებებს ეს გავაპროტესტე, ის ცალკე თემაა, რომ ვისაც როგორ უნდა, ისე დაუჭერს მხარს და არავის არჩევანში არ ვერევი.

მე რომ ასე მლანძღავს ამ ადამიანის გულშემატკივრები ეხებიან ჩემს ძვირფას და ამორალური სიტყვებით მიხსენიებენ, მათგან და მთქმელისგან მაინტერესებს ის მოსაწონი იყო, როცა აღნიშნა, რომ 17 წლიდან ვმუშაობ რომ დედაჩემი ემიგრაციაში არ წასულიყოო, მეც და ბევრი ჩემს მსგავსად 17 წლიდან ვმუშაობთ.

საქართველოს ფარგლებს გარეთაც საჭიროება და პრობლემა როცა ხდება, ოჯახში დგება ყველაზე ცუდი პერიოდი, როცა ოჯახის წევრი მიდის ემიგრაციაში, მათ შვილებს ვინც ემიგრაციაშია ამით ჭკუას არიგებს? უკეთესი გამოჰყავს თავი თუ რა უნდა, ვერ გავიგე მაგრამ ერთს ვიტყვი, უმიზეზოდ არავის არასდროს არ ვსაყვედურობ და სიტყვებს ტყუილად ჰაერში უსამართლოდ არ ვისვრი, ჩემი ყოველი ქმედება არის პასუხი არასწორი ქმედებებისთვის…

თითქოს დაბულინგებაზე და ლანძღვაზე რომ მიმითითებენ, ამ ადამიანის გულშემატკივრები
მაბულინგებენ, მაგინებენ და ისეთი სიტყვებით მომიხსენიებენ, რომელიც ჩემთვის დიდი შეურაცხყოფაა,
თუ კი ავისა და კარგის გარჩევა არ შეუძლია ახსნა და პასუხი ტყუილად ზედმეტი დროის კარგვაა, არც ვაპირებ ასეთ ადამიანებს პასუხი გავცე, ყველა ასეთი სიძულვილის ენით მოსაუბრე ადამიანმა მიხედოს თავის თავს და ჩემს ლანძღვა ბულინგში რომ დროს კარგავენ, ამ რესურსით სასიკეთო საქმე აკეთონ. სიყვარული უნდა შეგვეძლოს.

აბა მაგრად და კარგად მეყოლეთ, ვისაც აფიორის არ სჯერა და ხედავს სიმართლეს, გენაცვალოთ თამაზა",. - წერს თამაზა სოციალურ ქსელში.