„არ ვუნდოდი ჩემ დედამთილს… სრულიად საქართველო ურეკავდა ეს გოგო სახლში არ შეუშვაო“ – ხატია სიჭინავა

ხატია სიჭინავა

ხატია სიჭინავა გადაცემას „დღის პოსტი“ სტუმრობდა, სადაც განაცხადა, რომ „დედამთილს რძლად არ უნდოდა“.  მისივე განცხადებით, მას შემდეგ რაც რამაზზე დაქორწინდა, მაქსიმალურად ეცადა, რომ მათ შორის ხიდი აეშენებინა, რაც საბოლოო ჯამში წარმატებით დასრულდა.

„მე არ ვუნდოდი ჩემს დედამთილს. ძალიან სერიოზული დაძაბულობა იყო იმიტომ, რომ ჩემი დედამთილი წინა თაობის წარმომადგენელია. მე მაგ დროს ტელევიზიაში ვმუშაობდი და სრულიად საქართველო ურეკავდა, რომ „ეს გოგო სახლში არ შეუშვაო“ და იცი რა, ეს „ენები“ მაინც მოქმედებს…

ჩვენზე მოქმედებს, არათუ ჩვენს წინა თაობაზე. იკლავდა თავს არ მინდაო და ამ შემთხვევაში, ჩემმა ქმარმა გააკეთა იმ დროს არჩევანი და ჩვენ შევქმენით ოჯახი. ეს გადაწყვეტილება ერთპიროვნულად ჩემი ქმრის იყო, რომ უნდა აერჩია ან იქით ან აქეთ…  მაგრამ, მერე უკვე ხიდის აშენება მე დავიწყე. არ დავტოვე ასე ცივად. შემეძლო, რა თქმა უნდა, რომ დამეტოვებინა ასე გაქვავებული…“,- ამბობს ხატია სიჭინავა.