დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
„პრაიმ ჰაუსის“ ლაივის დროს ნიკო და სალომე ერთმანეთს მწვავედ დაუპირისპირდნენ. სალომემ ლაივამდე თბილისის ერთ-ერთ ბარში მომხდარი შემთხვევა გაიხსენა.
ამ ლაივის შემდეგ კი სალომემ თქვა, რომ ნიკოს მასთან ურთიერთობა უბრალოდ პროექტისთვის სჭირდებოდა:
„აზრი არ აქვს მაგასთან საუბარს. ისევ იმავეს ამტკიცებს, რომ ცოლი არ ჰყავს. ყველა კარგად ხედავთ ყველაფერს. თქვენ კიდევ კარგად ვერ ხედავთ იმ რეალობას, რა რეალობაშიც მე მომიწია თვალის გახელა იქ, გუშინ ღამით.
პროექტისთვის სჭირდებოდა ჩემთან წყვილში ყოფნა და ვერ გათვალა ის, რომ ჩემ მიმართ გრძნობები გაუჩნდებოდა. მაგას არ უარყოფდა, რომ სიმპათიები ჰქონდა და ეს ცოლმაც დაინახა და მაგიტომ გამოდიოდა ალაგ-ალაგ მწყობრიდან. გეგმა ბოლომდე ისე არ წაუვიდათ, როგორც დაგეგმილი ჰქონდათ“,- ამბობს სალომე.