თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - ქუჩების ჩამონათვალი
1728936987
მომღერალმა გია სურამელაშვილმა დებზე, მშობლებსა და ოჯახურ ურთიერთობებზე ისაუბრა. მისი თქმით, ოჯახის წევრებთან ურთიერთობა დედამისის გარდაცვალებისგან არ აქვს.
„დებთან გაწყვეტილი მაქვს ურთიერთობა, უმძიმესი ადამიანი ვარ, არავის არასოდეს არაფერს ვპატიობ. განსაკუთრებით, დედის გარდაცვალების შემდეგ. ვარსკვლავურად ვშოულობდი სერიოზულ ფულს, რასაც მთლიანად ოჯახს ვახმარდი. ეს ყველაფერი გავაკეთე მათთვის, ყველასთვის, თუმცა გამოვიდა, რომ თურმე ასეც უნდა მომხდარიყო. ეს ხომ არ უნდა გამოიყენო სიზარმაცისთვის.
ლია რომ გარდაიცვალა, იქ დამთავრდა ყველაფერი. არა, არ შემძულებია არც დები, არც მამა, მაგრამ დედის გარდაცვალების შემდეგ რაღაცნაირად გავცივდი. თითქოს წავიქეცი. ლიას სიკვდილის შემდეგ ერთი წელი გონზე არ ვიყავი, ვერავის წარმოედგინა ჩემი სიმღერა. მამაც ლიას სიკვდილმა წააქცია, სამ წელიწადში გარდაიცვალა. მამას პირველმა მე ვუთხარი დედის ამბავი - მამა, დავიღუპეთ-მქთქი. მამა ახალ წელს გარდაიცვალა, 31-ში, დედა თავის დაბადების დღეს, 8 მარტს.“ - ამბობს გია სურამელაშვილი.
მისი თქმით, დედა მოულოდნელად გარდაიცვალა.
„დედა სარკომით გარდაიცვალა. ათ დღეში, უცებ, ისე, რომ ვერაფერი ვერ გავუკეთე. მე, ვისაც ყველაფერი შემეძლო, ვერაფერი გავუკეთე. არ შეიძლება ასეთი სიყვარული, როგორც ის მიყვარდა. ასე არავინ არ უნდა გიყვარდეს. მისი გარდაცვალების შემდეგ რაღაცნაირად გავცივდი,“ - იხსენებს მომღერალი.კითხვაზე გადაცემაში „სიკეთე მარტივია“.