პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ეს პატარა, ერთოთახიანი ბინა ინტერნეტსივრცეში დიდი პოპულარობით სარგებლობს. დიზიანერია
ბინა საკმაოდ თამამია, მკვეთრი ფერის ნივთებით გამოირჩევა და საოცარ გარემოს ქმნიან სახლში. თანაც, მინიმალური დანახარჯებით არის ყველაფერი მოწყობილი და რეტრო სტილის ავეჯი თუ ნახატები, ძირითადად უბრალო და მეორადია.
ინტერნეტსივრცეში ყველაზე დიდ გაოცებას ის იწვევს, რომ ამ ძველებურ ბინაში არა საყვარელი ბებო, არამედ 26 წლის მამაკაცი ცხოვრობს. შვედი, სებასტიან ბერგსტრომი, რომელსაც ეს სახლი ეკუთვნის, დიზიანერია.
როგორც თავად ამბობს, ინტერიერზე დაკვირვება ბავშვობიდან უყვარდა. ახლა ცდილობს წინაპრების ნივთებს ახალი სიცოცხლე შესძინოს. უკვე ათი წელია ამ მიმართულებით მუშაობს და საკმაოდ ვრცელი სია არის იმ ცნობილი ადამიანებისა, ვისი სახლის ინტერიერიც მისი დიზაინით არის შექმნილი.
მე ყოველთვის მაქვს ჩემი შთაგონების სათვალე ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში“, - ამბობს შვედი კრეატიული კონსულტანტი სებასტიან ბერგსტრომი, რომელსაც შეუძლია ამოიღოს იმ ადამიანების, ადგილებისა და მედიის გრძელი სია, რომლებმაც გავლენა მოახდინეს სტოკჰოლმში მისი ბინის მომხიბვლელ, ხალისიან ინტერიერზე.