„აქ ვისწავლე, რომ მეგობრობა სიყვარულზე დიდხანს გრძელდება" - შაკირა ბარსელონას ტოვებს

შაკირა

შაკირა ესპანეთს ტოვებს - როგორც კოლუმბიელი მომღერალი სოციალურ ქსელში წერს, იგი თავის შვილებთან ერთად აპირებს ბარსელონიდან გადასახლებას. შაკირას თქმით, იგი „მსოფლიოს სხვა კუთხეში", მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან და ზღვასთან ახლოს განაგრძობს ცხოვრებას. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

„მადლობა ყველას, ვინც ჩემთან ერთად უამრავი ტალღა გადაცურა ბარსელონაში - ქალაქში, სადაც ვისწავლე, რომ მეგობრობა უდავოდ უფრო დიდხანს გრძელდება, ვიდრე სიყვარული. მადლობა ყველას, ვინც აქ ყოფნისას მამხნევებდა, ცრემლებს მიმშრალებდა, მოტივაციას მაძლევდა და გაზრდაში მეხმარებოდა",- წერს პოპვარსკვლავი.

შაკირა ბარსელონაში ყოფილ პარტნიორთან, ფეხბურთელ ჟერარდ პიკესთან, და თავიანთ შვილებთან, 9 წლის მილანთან და 7 წლის საშასთან ერთად ცხოვრობდა. თუმცა, წყვილი რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების შემდეგ შარშან ზაფხულს დაშორდა.

შაკირას და პიკეს ურთიერთობის დასრულებას მსოფლიო მედიის გამძაფრებული ყურადღება ერთოდა თან. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მომღერალმა გამოუშვა სიმღერა, რომელშიც ყოფილ პარტნიორს დასცინის.

შაკირასთან დაშორების შესახებ ცოტა ხნის წინ თავად პიკემაც ისაუბრა. ფეხბურთელის თქმით, ახლა მისი, „როგორც მამის, მოვალეობა შვილების დაცვაა".

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Shakira (@shakira)