ამერიკელმა შეცდომით ლატარიის ორი იდენტური ბილეთი იყიდა და ორივეთი ჯეკპოტი მოიგო

ფული

ამერიკელმა შეცდომით ლატარიის ორი იდენტური ბილეთი იყიდა და ორივეთი ჯეკპოტი მოიგო. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს. 

„საწოლში ვიწექი და კალათბურთს ვუყურებდი. ვერ გავიხსენე, მქონდა თუ არა ბილეთი შევსებული. ავდექი და მეორეჯერაც შევავსე...როდესაც მოგების შესახებ გავიგე, იატაკზე დავწექი, რადგან მომხდარს ვერ ვიჯერებდი. ეს ნამდვილად ღვთის წყალობაა", - ამბობს სკოტ ტომასი.

სკოტმა გადაწყვიტა, თანხა ერთიანად გამოეტანა და ორივე ბილეთისთვის $780 000 მიიღო. მისი თქმით, მოგებული თანხით გადასახადების დაფარვას, ფულის ბიზნესში ჩადებას, ოჯახის წევრებისთვის დახმარებასა და სახლის ყიდვას აპირებს.