გზებზე უწყვეტი წითელი ზოლი გამოჩნდა - რას ნიშნავს ახალი მონიშვნა და რამდენია ჯარიმა
1790794934
უსინათლო ქმრისთვის ქორწილში ქალმა შეხებით აღსაქმელი კაბა ჩაიცვა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ამერიკელმა კელი ენ ფერარომ ქორწილში ბამბის ყვავილებითა და მაქმანებით მორთული, შეხებით აღსაქმელი კაბა ჩაეცვა, რათა მის მომავალ მეუღლეს, ენტონის მისი ჩაცმულობა ეგრძნო.
„მითქვამს კიდეც, რომ ამ სამყაროში ის ჩემი თვალებია. თუმცა, როცა საგანგებოდ ჩაიცვა კაბა, რომელსაც შეხებით ვიგრძნობდი, ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა. მისი შეგრძნება შევძელი. ვიგრძენი, რომ მშვენიერი იყო",- ამბობს ენტონი.