პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მსახიობი ლელა მებურიშვილი ოჯახთან ერთად, 5 თვეა ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად და ბოლო დროს ხშირად ჩნდება სამეფო კარის წვეულებებზე. ბოლოს ის, მეუღლესა და შვილებთან ერთად, სამეფო დოღზე გამოჩნდა.
მსახიობი ლონდონშიც აქტიურ ცხოვრებას გეგმავს. მან ერთ-ერთ სააგენტოსთან უკვე გააფორმა კონტრაქტი და შეთავაზების მოლოდინშია.
„საქართველოს საელჩომ მიიღო მოწვევა და ამაზე უარის თქმა სისულელე იქნებოდა, ძალიან გაგვიხარდა და ბოლო წუთს გადავწყვიტეთ ბავშვებიც წაგვეყვანა. ჩვენმა იქ გამოჩენამ დიდი ყურადღება მიიქცია. გრძელი შესასვლელია ბაღის დერეფანივით, სადაც ბევრი კამერები, ფოტოგრაფები და ჟურნალისტებიც დგანან, მგონია, რომ ბავშვებთან ერთად რომ ვიყავით და მათაც გამორჩეულად შესაფერისად ეცვათ, დიდი ყურადღება და მოწონება დაიმსახურეს.
პირველივე დღეს, როცა გავაგზავნე, საღამოსვე მივიღე თითქმის ყველა პასუხი და შეხვედრის შეთავაზება, რაც სტიმული იყო. აღფრთოვანებული ვიყავი, რომ იმ დღესვე მიგზავნიდნენ კონტრაქტს და მთავაზობდნენ, მათ სააგენტოსთან გამეფორმებინა ხელშეკრულება. ამან დიდი სტიმული მომცა, თავდაჯერებულობა მომმატა. როცა საქართველოში უკვე რაღაცას აკეთებ, წარმოადგენ და აქ ყველაფერი ნულიდან უნდა დაიწყო, ძალიან რთულია. რთული აღმოჩნდა გადაწყვეტილების მიღება, რომელი მათგან ამერჩია, ნამდვილად წარმატებული სააგენტოებია, თვე ნახევარია, რაც ერთ-ერთ მათგანთან გავაფორმე ხელშეკრულება”, -ამბობს მებურიშვილი „პირველ არხთან“ ინტერვიუში.