,,ამ სეზონის შემდეგ ყველა დაგიმახსოვრებს, როგორც სხვებთან შეკედლებულ რეიტინგის ჭიას"- ვისზე წერს ლუკა შაფაქიძე

ლუკა

ლუკა შაფაქიძე სოცუალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

,,მას შემდეგ რაც პრაიმ ჰაუსში შევედი, თითქმის ყველა მონაწილესთან მქონდა საუბარი იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პოზიტიური სოციალური მესიჯების გავრცელება ჩვენი მხრიდან. ჩემი როლი პროექტში ზუსტად ის არის, რომ შემწყნარებლობისკენ მოვუწოდო საზოგადოებას. ვემიჯნები ყველანაირი სახის დისკრიმინაციას და ზუსტად ეს მინდა ვაჩვენო ხალხს. ვფიქრობ, რომ რაღაც ნაწილი ხედავს ჩემს ამ როლს პროექტში, მაგრამ ვინც ვერ ხედავს, ვერც მათ გავამტყუნებ, რადგან ბევრ მომენტში დავკარგე კონტროლი ემოციებზე, ჩავვარდი სტრესში, აღმოვჩნდი კონფლიქტურ სიტუაციაში… ბევრ რამეს წავშლიდი სულ მინიმუმ ჩემი მეხსიერებიდან (ბევრი ისეთი კადრია, რომელიც არ მინახავს და არც მინდა ოდესმე ვნახო), მაგრამ იმედი მაქვს, რომ ჩანს ეკრანებიდან რამხელა ენერგიას ვდებ პროექტში. ის თუ რამდენად ბევრს ვცდილობ, რომ ყველაფერი უფრო საინტერესო, ყურებადი და ახალი გახდეს. რითაც კმაყოფილი ვარ არის ის, რომ ავთენტურობა მაინც არასდროს დამიკარგავს თვე-ნახევრის განმავლობაში. არ მეშინია ვთქვა ის, რასაც ვფიქრობ. არ შემიძლია უსამართლობაზე თვალის დახუჭვა. როცა ვხედავ, რომ ვინმე იჩაგრება ან ვინმეს გამოყენებას ცდილობენ, ყოველთვის ხმას ვიღებ და არავის არ ვერიდები “რეიტინგის” თუ “ბოსობის” მიუხედავად. უხეშად რომ ვთქვა, არ მაინტერესებს რომელი მონაწილე რას იფიქრებს, ვიქნები ის ვინც ვარ, მთავარია არ ვითამაშო და ყალბი არ ვიყო, მაგას მირჩევნია ცუდი ვიყო. ცუდი ხომ გამოსწორდება მაინც. იმაზე ადრე, ვიდრე ყალბი. რაც შეეხება ჩემს ბოლო კონფლიქტს, ვიაზრებ ჩემს შეცდომას, მაგრამ ანრისთან დაპირისპირებას საერთოდ არ ვნანობ. ამ ადამიანის აუტანელი თვისებები გაცნობის მომენტშივე დავინახე. 
1. მაშინ, როცა ცდილობს სექსუალურად შეავიწროოს ჩვენი გოგოები თავისი ვულგარული კომენტარებით და სექსისტური ხუმრობებით.
2. მაშინ, როცა ირონიით, “მინიშნებებით” და ზურგს უკან ლაპარაკით ცდილობს ირიბად გაბულინგოს, მაგრამ არ აქვს იმის “ერთი ადგილი”, რომ სათქმელი პირდაპირ გითხრას.
3. მაშინ, როცა გამუდმებით მორალს გვიკითხავს მოთმენის კულტურაზე, ზრდილობასა და პატივისცემაზე, მაგრამ შეუძლია ყველაზე ამორალური სიტყვები გეძახოს, ხელით იწევდეს შენკენ, გაგინოს, ისაუბროს შენს ოჯახზე, სახეში ცხელი ყავა შეგასხას და ბოლოს გამარჯვებულის პოზიციაში დარჩეს, რადგან ეს ყველაფერი მაინც მე დავიწყე, წყლის შესხმით
4. მაშინ, როცა კამერებთან და წამყვანთან რჩევებით და ჭკუა-დარიგებებით გამოიდებს ხოლმე თავს, მაგრამ სტუმრის გაცილების შემდეგ, კვლავინდებურად პირღიას სძინავს - მთელი დღე. რაც უნდა ის უქნია, მაგრამ მოდი მხოლოდ მაშინ ნუ იღვიძებ, როცა ვინმესთან კონფლიქტის შანსი გეძლევა. 
5. მაშინ, როცა ათას საზიზღრობას დაგაბრალებს ვინმესთან მეგობრობის გამო, როცა მას მეორე თვეა ოფიციალური პროტეჟე ჰყავს ერთ-ერთი მონაწილის სახით და ერთადაც თამაშობენ (ორივე ანრისთვის თამაშობს ოღონდ).
6. მაშინ, როცა შეგიძლია კომპლიმენტებით შეამკო ადამიანი და ნახევარ საათში მისი გაშავება დაიწყო, ყოველგვარი მიზეზის გარეშე. 
7. მაშინ, როცა ამხელა კაცს შეუძლია რწყევის იმიტაცია აკეთოს ყოველ ჯერზე რამდენჯერაც დაგინახავს. არ აქვს მნიშვნელობა ჭამ, სვამ, ერთობი, გძინავს თუ ა.შ.

ჩემო ანრი, ჩემს ხარჯზე ჩანხარ მეორე თვეა, ან პატივი მეცი ამ ფაქტის გამო, ან შეწყვიტე ჩემგან ბენეფიტების მიღება, თორემ ამ სეზონის შემდეგ ყველა დაგიმახსოვრებს, როგორც სხვებთან შეკედლებულ რეიტინგის ჭიას.

საზოგადოებას ვეტყვი იმას, რომ მე ძალიან მჭირდება ეს პროექტი და პროექტსაც ვჭირდები მე. ვიცი, თუ წავალ, ბევრი იტყვის, რომ დავაკლდი, რადგან მჯერა, რომ ეკრანებიდანაც ჩანს რამდენად ბევრს ვცდილობ თქვენთვის და რამდენად დიდ ენერგიას ვდებ თითოეულ დეტალში. მე არ მჭირდება ქართველობის პროფანაცია იმისთვის, რომ თქვენ დაგამახსოვრდეთ. დიახ, ზუსტად ქართველობის პროფანაციაა არა ერთი მონაწილის პოზიციონირება. ბევრ მოთამაშეს არ უნდა რომ შოუში ვიყო, რადგან ზუსტად ის ვარ, ვინც ყოველთვის ამჩნევს ყველა ტყუილს და არაფერზე ხუჭავს თვალს. ანალოგიურს აკეთებს კრისტიც და ზუსტად ეს არის ის მთავარი საერთო, რაც ამ ადამიანთან ვიპოვე. ხალხის წინაშე ვდებ პირობას, რომ მაქსიმალურად გავაკონტროლებ ჩემს ემოციებს თუ პროექტში დავრჩი, მაგრამ არაფრით დავკარგავ სამართლიანობას, პირდაპირობას და არც იმ ეპატაჟურობას, რაც ვიცი ბევრს მოსწონს.

ხმის მიცემა დაიწყება ოთხშაბათიდან. ველოდები თქვენგან გვერდში დგომას. 

კიდევ ერთხელ გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ბავშვობიდან განსაკუთრებულად მიყვარს ეს დღე. ბედნიერი დასვენება ყველას“ - წერს ლუკა სოციალურ ქსელში.