„ამ საზოგადოებაში ამაზე საუბარი არ ღირს...“ - რას ამბობს ალექსანდრა პაიჭაძე დავით კოდუაზე

ალექსანდრა პაიჭაძე

მას შემდეგ, რაც მოდელი, ალექსანდრა პაიჭაძისა და ბიზნესმენი დავით კოდუას ურთიერთობა გასაჯაროვდა, საზოგადოების ძირითადი ყურადღება ამ თემის ირგვლივ ტრიალებს. ალექსანდრას ხშირად ეკითხებიან, დაშორდა თუ არა წყვილი ერთმანეთს.

გასულ თვეში მოდელმა ამ კითხვას უკვე უპასუხა, თუმცა, გამომწერებს ეჭვი მაინც აქვთ.

არა, ერთი დღითაც არ დავშორებულვართ, ჯერჯერობით. პირიქით, თინეიჯერებივით ვართ, სულ თავგადასავლებში, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ხანგრძლივ და ვნებიან სიყვარულს.  მნიშვნელოვანი ფაქტორია, ხშირად მიუბრუნდეთ ხოლმე ურთიერთობის საწყის ფაზებს. საერთოდ ლამაზია ჩვენი ურთიერთობა, მაგრამ  ამ საზოგადოებაში ამაზე საუბარი არ ღირს.“ - წერს ალექსანდრა პაიჭაძე.