„ამ ეტაპზე მარტო ვარ, ჩემს ცხოვრებაში იყო 8 არაჩვეულებრივი წელი…“ - მარკუს მეტრეველი მეუღლეს გაშორდა

markus metreveli

მარკუს მეტრეველი ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრება, რომ მისი რვაწლიანი ურთიერთობა დალი ხაბულიანთან დასრულდა.

„ჩემს პირად ცხოვრებაში დიდი განახლება და აფდეითია. შეიძლება, მეც ძალიან რთული ადამიანი ვარ, ჩემი პარტნიორებიც რთული ადამიანები არიან. ყოველთვის არის ურთიერთობაში პერიოდი, როდესაც უნდა დაისვენოთ ერთმანეთისგან. უნდა გადაიტვირთოს ურთიერთობები, უნდ


იფიქროს ადამიანმა, ვინ რა შეცდომები დაუშვა, ვის რა აქვს გამოსასწორებელი. ურთიერთობას სჭირდება წვრთნა, განვითარება და თავგანწირვა. ორი ადამიანის იდეალურად ცხოვრებისას ბევრი რამ არის საჭირო…

ეს ბოლო სიყვარულის ისტორია, რომელზეც ხშირად დაგვიწერია, არ დარჩება ტკბილ და ლამაზ ისტორიად?

რასაკვირველია, ვერ დავარქმევ ბოლოს, რადგან წერტილს ვერ დავუსვამ ჯერ ამ ურთიერთობას.

ანუ ამ მომენტში მარტო ხართ?

კი, ამ ეტაპზე მარტო ვარ. ჩემს ცხოვრებაში იყო არაჩვეულებრივი 8 წელი. ყოველი ეტაპი ფანტასტიკურად მახსოვს. ძალიან დიდი სიყვარული და თავგადასავლები იყო. დრო გვიჩვენებს, ამ ყველაფერს წერტილი დაესმება, თუ განახლებული ენერგიით შევუდგებით ცხოვრებას.