ახალი „მუმია“ ეკრანებზე 2028 წელს გამოვა

მუმია

სტუდიამ Universal Pictures გამოაცხადა, რომ ბრენდან ფრეიზერთან და რეიჩელ ვაისთან ფრენჩაიზ „მუმიას“ მეოთხე ნაწილში მონაწილეობაზე კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა.

Universal-ის სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ფრეიზერისა და ვაისის ფოტოები „მუმიას“ პირველი ნაწილის (1999) გადასაღები მოედნიდან, წარწერით: „დედიკო და მამიკო დაბრუნდნენ“. ფრეიზერმა მონაწილეობა მიიღო კინოფრენჩაიზის პირველ სამ ნაწილში, ვაისმა კი პირველ ორში.