პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„სხვა რაკურსის“ სტუმარი მომღერალი ბაბი კირკიტაძე იყო, სადაც კიბერ ბულინგის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა. საუბარი ვარდისფერ კომბინეზონს შეეხო, რასაც საზოგადოების მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა.
„აღიარებით ჩვენებას მოგცემ ახლა. გადახვევა რომ შეიძლებოდეს ამ დღის, რა კარგად მოვიქცეოდი, ამ კომბინეზონს, რა თქმა უნდა, არ ჩავიცვამდი.
დედას ვფიცავარ, 0. 01 %-იც არ დამიშვია, რომ ამ კომბინეზონს შეიძლებოდა ასეთი ხმაური გამოეწვია. ეს კომბინეზონი მქონდა, მაგრამ ვერსად დავასაქმე, იმიტომ, რომ აბსოლუტურად სასცენოა, ბრჭყვიალებით. რომ ჩავიცვი, ვნახე, რომ ძალიან გამჭვირვალე იყო. გავიხადე და შიგნიდან ელასტიკი ჩავიცვი.
მეგონა, რომ კარგად გამოვიყურებოდი. სცენაზე გაანათებს-მეთქი, ვფიქრობდი. სახლიდან კონცერტზე ამ კომბინეზონით წავედი. კონცერტზე რომ მივედი, ყველამ მითხრა, როგორ გიხდებაო, თორემ რამეს მოვიცვამდი და ისე გავიდოდი.
კარგი, დავუშვათ, არ მიხდებოდა, კრიტიკის ფორმა იმდენად გამაოგნებელი იყო, გაოცებული ვიყავი. რა თქმა უნდა, კომენტარებს ვკითხულობდი. წერდნენ „ზესტაფონელი დუა ლიპა“, „ამას თავი ვინ ჰგონია, ბიონსე“? ისე, ძალიან კარგ მომღერლებს მადარებდნენ და ამით კმაყოფილი ვიყავი.
გავნერვიულდი ამ კომენტარებზე და ცხარე ცრემლით ვტიროდი. ერთი ჩემი მეგობარი მომიბრუნდა და მითხრა, ამბიციები წინ ნუ გაგისწრებს. ქრისტეს არ გაჰყოლია 100 %-ით ხალხის სიყვარული და შენ ვინ ხარო. ეს იყო ჩემთვის ხსნა და შვება“, – იხსენებს ბაბი კირკიტაძე.
ასევე ნახეთ:
თიკა ფაცაციას ახალმა ფოტოებმა დიდი მოწონება დაიმსახურა
„ბუნებით მონადირე ვარ, არ მიყვარს პარტნიორისგან ყურადღება“ - პაატა თედიაშვილი