საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს
1732302170
დიზაინერმა თათა ვარდანაშვილმა „ღამის პრაიმ თაიმის" ეთერში საკუთარი პირადი ცხოვრების შესახებ ისაუბრა:
„24 წლის ვიყავი, როდესაც გავხდი დედა, 7 დღის იყო ჩემი შვილი, როდესაც დავრჩი მარტო და ჩემს თავს მივეცი პირობა, რომ აღარასდროს გავთხოვდებოდი.
ჩემი მეუღლე ჩემზე 14 წლით უფროსი იყო, საკმაოდ წარმატებული მხატვარი, დათო მაღრაძე. სამი წელი საკმაოდ ბედნიერი ცხოვრება მქონდა. მინდოდა ეს ბედნიერება ჩემთვის შემენახა და სხვა მეტი აღარ მქონოდა. ეს არ იყო იმედგაცრუება, მე ამ სიყვარულს მუდამ თან ვატარებ. 28 წელი გავიდა და არაფერი შეცვლილა. ეს გადაწყვეტილება არასდროს მინანია.
ვფიქრობ, რომ 36-37 წლის ასაკის ზემოთ გემოვნება და შეხედულებები იცვლება. მამაკაცი 40 წლის ზემოთ, თავისზე უმცროსი ქალის ცოლად მოყვანაზე ფიქრობს”, – ამბობს თათა ვარდანაშვილი.