მნიშვნელოვანი სიახლე პენსიონერებისთვის - დეტალურად
1759003334
ნათია ბანძელაძე მეუღლეს, გიორგი გოგიჩაიშვილს ემოციური სიტყვებით მიმართავს.
ამის შესახებ ნათია სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ 28 სექტემბერი მისი და გოგიჩას დღეა. „მზეს ვესალმები, ჩვენი 37, ახალი თამაში გამოვიგონე გიო! როგორ ხარ? რას შვრები? მგონია, რომ ყველაფერი ვიცი შენი, რა გაცვია, როგორ ხასიათზე ხარ, მჯერა, რომ მანდაც კი რაღაცები გიხარია…სულ გაღიმებულს გხედავ და მაინც ბედნიერს, რადგან ერთი დიდი სიყვარულის გორგალი ხარ, აი რომ გაგორდება ხოლმე და ყველაფერს თავის ძაფებში ხლართავს, მზესავით ხარ, ყველას რომ სწვდები და ყველასთან რომ რჩები, ღამით ისიც „ქრება“ დილას ყველა ველოდებით…
ხო და მზედ გადაგაქციე და ასე გეთამაშები ახლა. როცა დილას ვიღვიძებთ მე, აივი და ავა გესალმებით, ვიცით რომ შენ გვიცინი, ვიცით, რომ კეთილ ადამიანებს შენ გვიგზავნი…მაგრამ ხანდახან მაინც გული მეგლიჯება, რანაირად არ ხარ!!! რანაირად!!! მადლობ ყველა წუთისთვის, ურთიერთობისთვის, სიყვარულისთვის, დარიგებისთვის და მხარდაჭერისთვის ჩემო საოცარო ადამიანო. მადლობა იმისთვის, რომ „არყოფნაშიც“ კი ახერხებ ჩემთან და ჩვენთან ყოფნას! ბაბუ გვიყვარხარ, მაგრამ უშენოდ თამაშიც კი აუტანელია…28 სექტემბერი ჩვენი დღეა და არც გაჩერდება ერთობის ათვლა 38, ჩვენ ჩვენი გამოგონილი ენა გვქონდა და ზუსტად გვესმოდა ერთმანეთის…ახლა უბრალოდ სიჩუმეც გვესმის…შენ ამ სიჩუმეში გულის ცემა ხარ…“- წერს ნათია ბანძელაძე.