პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
პარიზში ზაფხულის 2024 წლის ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ დაიხურა. ცერემონიაში ის სპორტსმენები მონაწილეობდნენ, რომლებიც ოლიმპიადას ბოლო საშეჯიბრო დღემდე შემორჩნენ.
საქართველოს დელეგაციის მედროშე ოლიმპიური ჩემპიონი, გენო პეტრიაშვილი იყო, რომელსაც ეს პატივი პირველად ერგო. მისი თქმით, ძალიან დიდი პატივია ქვეყნის მთავარი სიმბოლოს - დროშის ტარება.
"კარგად დავასრულეთ ოლიმპიური თამაშები და მხვდა წილად მედროშეობა. ჩემთვის ყოველთვის ძალიან დიდი პატივია ჩემი ქვეყნის უმთავრესი სიმბოლოს - დროშის ტარება. ვცდილობ, რომ ამაყად და ღირსეულად ვატარო ჩვენი ქვეყნის დროშა. მადლობა, ამ ლამაზი შესაძლებლობისთვის და მაგარი რამისთვის", - განაცხადა გენო პეტრიაშვილმა.
3 ოქროს, 3 ვერცხლის, 1 ბრინჯაოს მედალი - საქართველოს ოლიმპიურმა გუნდმა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა ისტორიული შედეგით დაასრულა.
საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით მასპინძლობდა ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებს, სადაც საქართველოდან, სპორტის 10 სახეობაში, 28 სპორტსმენმა იასპარეზა.
პარიზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები გახდნენ: ლაშა ბექაური, ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი. ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ: ტატო გრიგალაშვილი, ილია სულამანიძე და გივი მაჭარაშვილი. ბრინჯაოს მედლის მფლობელი მოკრივე ლაშა გურული გახდა.