,,New york-ში დაგეგმილ კონცერტზე , მე აღარ მივიღებ მონაწილეობას...“ - ნუცა ბუზალაძე
1733766727
,,კვარაშოუ" ჩემპიონთა ლიგაზე გრძელდება. პირველი ტურის მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ "ნაპოლი" "ლივერპულს" 3:0-ს ამარცხებს.
,,ნაპოლის" მეორე გოლი ხვიჩა კვარაცხელიას აქტიური მონაწილეობით გავიდა.
მესამე კი, მისი პასით, როდესაც ფლანგზე ალეკსანდერ-არნოლდსა და გომესს გასცდა და ზედ კარის წინ მიაწოდა ბურთი სიმეონეს.
კომენტატორები ქართველი ფეხბურთელის თამაშს, როგორც ყოველთვის, ემოციებით ხვდებიან.
,,სიმიონეს გოლი ეკუთვნის ხვიჩა კვარაცხელიას, მინიმუმ 80 პროცენტით.
სისხლი გაუშრო ჯო გომესს, გააწამა ჯო გომესი ფლანგზე... და როგორი რთულია ამის გაკეთება. ხვიჩა სცენაზე, უკვე ჩემპიონთა ლიგაზე, კვარაცხელია მთავარ კვარცხლბეგზე.
ხვიჩა, რომელმაც გააცურა, გააქრო ალეკსანდერ-არნოლდი... მისი პირველი გადაცემა ჩემპიონთა ლიგაზე.
ხარობს ნეაპოლი, ხარობს საქართველო.
ეს მომენტი, ეს კადრი სამუდამოდ დარჩება."