VIDEO: რა ხდება ამ წუთებში სტადიონზე საქართველო-უკრაინის მატჩის დასრულების შემდეგ

სპორტი

 საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის 2024-25 წლების გათამაშებაში უკრაინას უმასპინძლა და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

„ბ“ დივიზიონის მეხუთე ტურის შეხვედრას „ბათუმი-არენა“ რთულ ვითარებაში შეხვდა. მიუხედავად იმისა, რომ სტადიონის საფარს საგანგებოდ ამ მატჩისთვის ამზადებდნენ, გადაუღებელმა წვიმამ თავისი დაღი დაასვა და ბურთის გაგორება ჭირდა.

ალბანეთთან წაგების შემდეგ ვილი სანიოლმა სათამაშო სქემა ისევ სამ მცველზე გადააწყო. გიორგი გველესიანი საბა კვირკველიამ ჩაანაცვლა, დისკვალიფიცირებული ლაშა დვალი – ლუკა ლოჩოშვილმა, რომელიც მარცხენა ფლანგზე ლევან შენგელიამ შეცვლა, ხოლო ბოლო პერიოდში პირველად, შეტევაში გიორგი მიქაუტაძის ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში ბუდუ ზივზივაძე ვიხილეთ. დისკვალიფიკაციის შემდეგ კი სასტარტო თერთმეტეულში გიორგი ქოჩორაშვილი დაბრუნდა.

ნახეთ, რა ხდება ამ წუთებში სტადიონზე საქართველო-უკრაინის მატჩის დასრულების შემდეგ ⇓