VIDEO: ,,მჯერა, რომ ისტორიას დაწერთ" - ხვიჩა კვარაცხელიას მიმართვა

კვარა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ „ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს გულშემატკივრობს და მიმართვას ავრცელებს.

,,ბიჭებო, მინდა წარმატებები გისურვოთ ამ ორ უმნიშვნელოვანეს თამაშში, დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ და ისტორიას დაწერთ. თითოეული ქართველი თქვენ გვერდშია, გგულშემატკივრობთ და ღმერთი თქვენკენ. აბა თქვენ იცით", - ამბობს ხვიჩა მიმართვაში.

ცნობისთვის, საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ორი მნიშვნელოვანი მატჩი დარჩა გასამართი.

ჩვენი ნაკრები 23 თებერვალს ნიდერლანდებს დაუპირისპირდება, 26 თებერვალს კი ისლანდიის ნაკრებთან გამართავს გადამწყვეტ შეხვედრას თბილისში.

გამარჯვების შემთხვევაში კი, საქართველო პირველად იასპარეზებს კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე.