პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ხვიჩა კვარაცხელიამ ფრანკფურტის „აინტრახტთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში „ნაპოლის“ დაწინაურების შანსი ხელიდან გაუშვა.
„ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ მატჩს ევროპის ლიგის მოქმედ გამარჯვებულთან ფრანკფურტში სტუმრად ატარებს. 36-ე წუთზე ვიქტორ ოსიმენმა პენალტი მოიპოვა, რომელიც ქართველმა თავდამსხმელმა შეასრულა, მაგრამ მეკარე კევინ ტრაპს ვერ აჯობა.
მე-40 წუთზე ლოსანოს გადაცემით ოსიმენმა „ნაპოლი“ მაინც დააწინაურა და სტუმრებს მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური უპირატესობა მოუპოვა. პირველი ტაიმის შემდეგ „ნაპოლი“ 1:0-ს იგებს.
დი ლორენცომ მატჩის შემდგომ Sky Sports-თან ისაუბრა.
„ვიცოდით, რთული შეხვედრა რომ გველოდა. მაინც შევძელით და სივრცეები ავითვისეთ. რიგ მომენტებში უკეთ უნდა გვემოქმედა, მაგრამ ასეთი მეტოქის წინააღმდეგ თამაში რთულია. ბედნიერი ვარ შედეგით. გუნდის მიზანი მეოთხედფინალში გასვლაა. ჩემი გოლის მომენტში ხვიჩამ კარგად იმოქმედა. მან ქუსლით არაჩვეულებრივი გადაცემა გამიკეთა, მე უბრალოდ გოლი გავიტანე.“ - განაცხადა დი ლორენცომ.
განმეორებით მატჩს „სტადიო დიეგო არმანდო მარადონა“ 16 მარტს უმასპინძლებს.