1791316484
VIDEO: მიწისძვრის დროს დაღუპული კრისტიან ატსუს საბედისწერო გოლი
განას ეროვნული ნაკრებისა და თურქული კლუბის "ჰატაისფორის" ნახევარმცველი და ლონდონის "ჩელსის" ყოფილი ფეხბურთელი კრისტიან ატცუ თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ ნანგრევების ქვეშ გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ Twitter-ზე მისმა აგენტმა მურატ უზუნმეჰმეტმა დაწერა.
„კრისტიან ატცუნი იპოვეს. სამწუხაროდ, გარდაიცვალა", - წერს უზუნმეჰმეტი.
კლუბის ადმინისტრაციული მენეჯერი ფატიჰ ილეკი ამბობს, რომ „ქასიმფაშასთან" შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე მას მწვრთნელთან ჰქონდა საუბარი და იკითხა, თუ ის კლუბს მონახავდა, შეძლებდა თუ არა წასვლას.
მწვრთნელმა ატსუ „ქასიმფაშასთან" შეხვედრის 82-ე წუთზე შეიყვანა შეცვლაზე და მან 90+7 წუთზე საჯარიმო დარტყმიდან გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა „ქასიმფაშას" კარში.
ფატიჰ ილეკის თქმით, კრისტიან ატსუ საღამოს 11 საათზე სტამბოლში, იქიდან კი საფრანგეთში უნდა გაფრენილიყო ოჯახის მოსანახულებლად, მაგრამ გატანილი გოლით, შემდეგ კი გასახდელში გამარჯვებით გამოწვეული საყოველთაო ეიფორიით და გუნდის ერთიანობის დემონსტრირებით გახარებულმა ატსუმ განაცხადა, რომ არსად აღარ წავიდოდა და ჰათაიში დარჩებოდა.
გარდაცვლილი ფეხბურთელის უკანასკნელი კადრები სტადიონზე ↓











