ცნობილია, რა მეტსახელი შეარქვა ხვიჩა კვარაცხელიას ოსიმენმა

კვარა ოსიმენი

TV Play-ს ეთერში „ნაპოლის“ თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა თანაგუნდელ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და გაამხილა, რა მეტსახელი შეარქვა მან ქართველ ტალანტს.

კვარა? მე ის ძალიან მომწონს. გიჟური ნიჭის მქონე ტალანტია. ფეხბურთისადმი ჩვენ ერთი და იგივე დამოკიდებულება გვაქვს. მეტსახელად „ჯადოქარი“ შევარქვი, მას ასე ვეძახი. შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. გარდა იმისა, რომ დიდებული მოთამაშეა, მნიშვნელოვანია, მისი ადამიანური თვისებები - ამ მხრივაც დიადია,“, - განაცხადა ოსიმენმა.

ასევე ნახეთ:

VIDEO: ხვიჩა კვარაცხელია მიმართვას ავრცელებს

„ოსიმენი ძალიან მაგარია, მაგრამ „ნაპოლის“ ნამდვილი ჩემპიონი კვარაა“ - იტალიელი ჟურნალისტი

კვარამ გატანილი გოლი მეუღლეს, ნიცა თავაძეს მიუძღვნა - ნახეთ, ფოტოები