LIVE: ამ წუთებში, შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი იმართება
1755007303
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი მიხეილ ყაველაშვილს თურქეთში ვიზიტს გამოეხმაურა.
მისი თქმით, პრეზიდენტ ერდოღანის მიერ საქართველოს პრეზიდენტის მიწვევა არის როგორც ისტორიული, ასევე ძალიან დროული.
„პრეზიდენტ ერდოღანის მიერ საქართველოს პრეზიდენტის მიწვევა არის როგორც ისტორიული, ასევე ძალიან დროული. დაგეგმილია როგორც უმაღლესი რანგის შეხვედრები პრეზიდენტებს შორის, დელეგაციასთან ერთად, ასევე მნიშვნელოვანია პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა. მიმართულებები ძალიან მკაფიოა. თურქეთი ჩვენი ნომერ პირველი ეკონომიკური პარტნიორია სავაჭრო მიმართულებით.
კიდევ ერთხელ ხაზი გაესმება იმას, რომ ჩვენი მეწარმეებისათვის სავაჭრო მიმართულებით კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები გაიხსნას თურქეთის ბაზარზე. შეხვედრებზე რეგიონული უსაფრთხოების საკითხთან ერთად ასევე განვიხილავთ განათლების და ახალგაზრდობის მიმართულებით თანამშრომლობას, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს თურქეთისა და საქართველოს ახალგაზრდების და სტუდენტების თანამშრომლობას და ურთიერთობების გაძლიერებას“, - აღნიშნა ლაშხმა.
საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო.