ჩვევა, რომელიც შესაძლოა ონკოლოგიური დაავადების მიზეზი გახდეს - ეს უნდა იცოდეთ
1757272181
ხვალ, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორე შეხვედრას გამართავს. ქართველი ფეხბურთელები „დინამო არენაზე“ ბულგარეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან. შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, ბულგარეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიან ილიევმა და ფეხბურთელმა ანტონ ნედიალკოვმა პრესკონფერენცია გამართეს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.
ილიან ილიევი:
როგორი განწყობა გვაქვს და არის თუ არა ტრავმები? ესპანეთთან მძიმე თამაში გვქონდა, მაგრამ ტრავმები არ გვაქვს. ყველა ფეხბურთელი მწყობრშია. წაგება ყოველთვის მძიმეა, არ აქვს მნიშვნელობა, რომელ გუნდთან მოხდება ეს. ვიცით, რომ საქართველომაც დათმო პირველი შეხვედრა თურქეთის წინააღმდეგ.
ამიტომ, ორივე გუნდისთვის ხვალინდელ თამაშში წარმატების მიღწევა მნიშვნელოვანი იქნება. არის თუ არა ხვალინდელი შეხვედრა გადამწყვეტი? ყველა თამაში მნიშვნელოვანია. საერთო ჯამში ჯგუფში 6 მატჩის ჩატარება მოგვიწევს. ხვალინდელი მატჩის შემდეგ კიდევ 4 თამაში იქნება დარჩენილი.
ესპანეთი ჯგუფის აშკარა ფავორიტია, მაგრამ მეორე ადგილისთვის ბრძოლა ყველას შეუძლია. არ მინდა, ხვალინდელი შეხვედრა ჩემმა ჯგუფმა წნეხის ქვეშ ითამაშოს, თითქოს ეს მატჩი გადამწყვეტი იყოს. არავინ იცის შემდეგში რა მოხდება და როგორც გითხარით, ყველა თამაში მნიშვნელოვანი იქნება.
იქნება თუ არა ცვლილებები? დღევანდელ ვარჯიშს დაველოდებით და ვნახავთ, როგორ მდგომარეობაში იქნებიან ფეხბურთელები. ხვალინდელი დილაც გადამწყვეტი იქნება. ვფიქრობ, რომ გარკვეული ცვლილებები იქნება.