ექსპერტმა დაასახელა 4 „აკრძალული ფრაზა“, რომელიც მანქანის ყიდვისას არ უნდა თქვათ
1757190228
7 სექტემბერს ზოდიაქოს თევზების ნიშანში მთვარის დაბნელება მოხდება, რომელიც დაემთხვევა სისხლიან სავსემთვარეობას. ასტროლოგები აღნიშნავენ, რომ ეს ასტროლოგიური მოვლენა გააძლიერებს ინტუიციას, გამოაღვიძებს ფარულ შიშებს და უბიძგებს ადამიანებს დაგროვილი გამოცდილების გადაფასებისკენ. ქვეცნობიერი პროცესები აიძულებს დაუსრულებელი საქმეების დასრულებასა და წარსულისგან გათავისუფლებას. გარდა ამისა, გაიხსნება დაბნელებების დერეფანი, რომელიც 21 სექტემბერს დასრულდება. მაშ, რა მოხდება ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრებაში ამ პერიოდში? წაიკითხეთ ქვემოთ.
ვერძი
შეგიძლიათ იგრძნოთ დაღლილობა და ენერგიის შემცირება. ამ დროს მნიშვნელოვანია ზრუნვა ჯანმრთელობაზე და საკუთარ თავისთვის დასვენების უფლების მიცემა. სასურველია დაგროვილი დაძაბულობისგან გათავისუფლება, ასევე ცხოვრების წესის გადახედვა. და დიახ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ სიზმრებს: ისინი შესაძლოა შეიცავდეს პასუხებს თქვენს შემაშფოთებელ კითხვებზე.
კურო
ელოდეთ მოულოდნელ შეხვედრებსა და აღმოჩენებს მეგობრების ან თანამოაზრეების წრეში. შესაძლებელია, წარსულიდან ვიღაცამ შეგახსენოთ თავი, ან გამოჩნდეს ახალი ადამიანი, რომელსაც შეეძლება მნიშვნელოვან როლი ითამაშოს თქვენს ცხოვრებაში. ეს შესაფერისი მომენტია სოციალური კავშირების გასამყარებლად და გეგმების გადახედვისთვის.
ტყუპები
თქვენ ყურადღებას გაამახვილებთ კარიერასა და პროფესიულ ზრდაზე. წინ გელით მნიშვნელოვანი ცვლილებები სამსახურში, რომლებიც შესაძლოა გარდამტეხი აღმოჩნდეს. სისხლიანი სავსემთვარეობა გაანათებს თქვენს ამბიციებს და გაჩვენებთ, რა მიმართულებით ღირს სვლა. გარდა ამისა, მოსალოდნელია საუბარი ხელმძღვანელობასთან ან შემოთავაზება, რომელიც თქვენს პოზიციას კოლექტივში შეცვლის.
კირჩხიბი
იწყება ჰორიზონტების გაფართოების პერიოდი. მთვარის დაბნელება მოგზაურობისკენ, სწავლისკენ ან ახალი ცოდნის მიღებისკენ გიბიძგებთ. შესაძლებელია, გაიხსნას შესაძლებლობა, რომ საბოლოოდ განახორციელოთ დიდი ხნის ნანატრი მოგზაურობა. ეს კარგი დროა ახალი მნიშვნელობების ძიებისა და სულიერი ზრდისთვის.
ლომი
ლომებს მოუწევთ გათავისუფლდნენ იმისგან, რაც დიდი ხანია აწუხებდათ. ვარსკვლავები მიგიყვანენ საჭიროებამდე, რომ დახუროთ ძველი ვალები — როგორც მატერიალური, ისე ემოციური. თუმცა შიდა ტრანსფორმაცია ადვილი არ იქნება, ის მოგიტანთ შვებას და გაგიხსნით გზას ახალ შესაძლებლობებისკენ. თუმცა მნიშვნელოვანია იყოთ გულწრფელები საკუთარ თავთან და არ მიეჯაჭვოთ წარსულს.
ქალწული
ქალწულებს ელით გამოცდები ურთიერთობებში. დაბნელება გამოავლენს კავშირის სუსტ მხარეებს და საშუალებას მოგცემთ დაინახოთ პარტნიორის ნამდვილი სახე. ეს შესაძლოა რთული, მაგრამ გულწრფელი გამოცდილება აღმოჩნდეს, რომელიც გაგაგებინებთ, ღირს თუ არა ურთიერთობის გაგრძელება, თუ დადგა ცვლილებების დრო. მთავარი — ნუ უგულებელყოფთ საკუთარ გრძნობებს.
სასწორი
სასწორები კონცენტრირდებიან ჯანმრთელობას, მოვალეობასა და დასვენებას შორის ბალანსზე. შესაძლოა იგრძნოთ სიგნალი, რომლესაც უყურადღებოდ ვერ დატოვებთ. ასტროლოგიური მოვლენა ბიძგს მოგცემთ ძილის რეჟიმის, ჩვევებისა და ცხოვრების წესის გადახედვისკენ.
მორიელი
თქვენთვის ეს დრო იქნება შთაგონების გაღვიძებისა: გაჩნდება შემოქმედებითი იდეები და ახალი რომანტიკული განცდები. მთვარის დაბნელება გააღვიძებს თქვენში ვნებას ჰობის, ხელოვნებისა თუ ურთიერთობებისკენ...ვრცლად