ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
ცნობილი იტალიელი ინფლუენსერი, პაოლა საულინო ხვიჩა კვარაცხელიასადმი სიმპათიას არ დამალავს.
მოდელმა იტალიურ მედიას უთხრა, რომ ურჩევნია ხვიჩასნაირ ბიჭთან ერთად წავიდეს სავახშმოდ, ვიდრე რაჯა ნაინგოლანის ტიპის ბიჭთან.
„კვარაცხელია მომწონს, რადგან კარგი ბიჭია, განათლებული. მირჩევნია ვახშამზე მისნაირ ბიჭთან ერთად წასვლა, ვიდრე ტატუირებულ, კუნთოვან მაჩოსთან ან ნაინგოლანთან.
მე არ ვეთანხმები, რომ ქალები ვერ იქნებიან კაცების მეგობრები ან ვერ წავლენ ვახშამზე ფეხბურთელთან. “, - თქვა საულინომ
შეგახსნებთ, რომ რამდენიმე თვის წინ საულინომ "ნაპოლის" ქართველ ფეხბურთელზე ხვიჩა კვარაცხელიაე შემდეგი კომენტარი გააკეთა:
“კვარაცხელია? მე მასზე შეყვარებული ვარ. ის ჯორჯო ალბერტაცის მაგონებს, რომელიც რთულ საქმეებს აკეთებდა და ეს ყველაფერი უმარტივესად გამოდიოდა.
ვისთან ერთად წავიდოდი სადილზე? კვარაცხელიასთან ერთად. ის იტალიის პრინცია. ” – განაცხადა პაოლამ.