„უოტფორდმა“ ტრანსფერი დაადასტურა - გოგლიჩიძე ჩაკვეტაძესთან ითამაშებს

გოგლიჩიძე ჩაკვეტაძე

უკვე ოფიციალურად – საბა გოგლიჩიძემ „უოტფორდთან“ საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა და ჩემპიონშიფში ითამაშებს – ინფორმაციას ინგლისური კლუბი ადასტურებს.

„იანვრის სატრანსფერო „ფანჯარას“ „უოტფორდი“ 193 სმ. სიმაღლის მცველის, საბა გოგლიჩიძის იჯარით აგრძელებს. 21 წლის ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრებში გიორგი ჩაკვეტაძის თანაგუნდელი, „უდინეზედან“ 2025/26 წლების სეზონის ბოლომდე გადმოვიდა.

მას შეუძლია ითამაშოს როგორც ცენტრალურ მცველად, ასევე მარჯვენა ფლანგზე. თავით კარგად თამაშობს და გააჩნია დიდი ფიზიკური ძალა. აქვს სერია A-ში და ეროვნულ ნაკრებში გამოსვლის გამოცდილება.

კარიერა დაიწყო მშობლიური ქალაქის, ქუთაისის „ტორპედოში“. ამ გუნდში 2022 წელს საქართველოს თასი მოიგო. 2024 წელს გადავიდა სერია A-ს „ემპოლიში“, სადაც 36 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

2025 წლის აგვისტოში ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა „უდინეზესთან“. სადებიუტო მატჩი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩეხეთის წინააღმდეგ 2024 წლის სექტემბერში უეფას ერთა ლიგაზე ჩაატარა“, – წერია „უოტფორდის“ მიერ გავრცელებულ ცნობაში.