Messenger-ს კიდევ ერთი ახალი ფუნქცია დაემატა
1734033334
მამუკა ჯუღელის განცხადებას, რომელიც ვიქტორ ოსიმენის მომავალს ეხებოდა არაერთი ჟურნალისტი და ცნობილი ადამიანი ეხმაურება. თავისი მოსაზრება გავლენიანი გამოცემის Sky Sports-ის ჟურნალისტმა მასიმო უგოლინიმაც დააფიქსირა.
„ისიმენსა და კვარაცხელიას აგენტს შორის დისტანციური დაპირისპირება, რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ ყველაფერს ნიგერიელი თავდამსხმელი უხეშად გამოეხმაურა, ოსიმენმა ჯუღელის ნათქვამის სტიგმატიზაცია მოახდინა. რა თქმა უნდა, ეს არ არის წლის საუკეთესო დასაწყისი. სიტუაცია უნდა დარეგულირდეს“, - დაწერა ჟურნალისტმა.
ოსიმენის გაღიზიანება მამუკა ჯუღელის შემდეგმა განცხადებამ გამოიწვია:
„გგონიათ, ოსიმენი მთელი ცხოვრება ნეაპოლში ითამაშებს? წინასწარ გეტყვით, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას საუდის არაბეთში წავა. ხვიჩას მილიარდი რომ მისცე, საუდის არაბეთში სათამაშოდ არ გადავა. კვარაცხელიას სხვა გემოვნება და ცხოვრებისეული ტვინი აქვს. იგი რეალში, ბაიერნში, ბარსელონაში ან სიტიში გადავა“.
ასევე ნახეთ:
„ჩემი სახელი აღარ ახსენო“ - ვიქტორ ოსიმენი მამუკა ჯუღელს დაუპირისპირდა
„ყველამ საკუთარ საქმეს მიხედოს...“ - ოსიმენის აგენტი მამუკა ჯუღელის განცხადებას ეხმაურება