ტურნირი, რომლითაც შეგიძლია, იამაყო, ყოჩაღ, გიორგი! - „უოტფორდი“

„უოტფორდი“

ინგლისური საფეხბურთო კლუბი „უოტფორდი“ ევრო-2024-ზე გიორგი ჩაკვეტაძის მიერ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ თამაშებს ეხმაურება.

„ტურნირი, რომლითაც შეგიძლია, იამაყო. ყოჩაღ, გიორგი!“ – წერს საფეხბურთო კლუბი სოციალურ ქსელში.

ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა და ევრო 2024 ღირსეულ ბრძოლაში დაასრულა. პირველი გოლი ესპანელთა კარში გავიდა, თუმცა საბოლოოდ საქართველო 1:4 დამარცხდა.