ცნობილია, ვის და როდის დაუპირისპირდება მერაბ დვალიშვილი RAF-ზე

მერაბ დვალიშვილი

Real American Freestyle-ის (RAF) რიგით მე-12 ღონისძიება 2026 წლის 22 აგვისტოს, აშშ-ში, კლივლენდის Rocket Arena-ში გაიმართება.

ორგანიზატორებმა უკვე გამოაქვეყნეს დაგეგმილი დაპირისპირებების სია. მთავარი ინტერესი მერაბ დვალიშვილისა და ჰენრი სეხუდოს განმეორებით შეხვედრას უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ ისინი RAF 11-ზე, თბილისში დაუპირისპირდნენ, სადაც ქართველმა მებრძოლმა მძიმე ბრძოლაში ანგარიშით 11:8 იმარჯვა.

RAF 12-ზე იასპარეზებს ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილიც. მისი მეტოქე ამერიკელი ჯესი მენდესი იქნება.