ცნობილია, რამდენს გამოიმუშავებს რონალდუ „ალ ნასრში“

კრიშტიანუ რონალდუ

საუდის არაბეთის „ალ-ნასრმა“ 30 დეკემბერს, ოფიციალურად, ფორვარდ კრიშტიანუ რონალდოსთან კონტრაქტი გააფორმა.

იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ განაცხადა, რომ პორტუგალიელი ახალ გუნდში ხელფასის სახით წელიწადში 200 მილიონ ევროს მიიღებს.

ისტორიაში არც ერთ ფეხბურთელს აქამდე მსგავსი ანაზღაურება არ მიუღია. 200 მილიონი წელიწადში ეს არის – 16.6 მილიონი თვეში, 3.8 მილიონი კვირაში, 550 000 ევრო დღეში, 23 000 საათში, 385 ევრო წუთში და 6.4 ევრო წამში.