შუქი გაითიშება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი

ნათურა

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 8 სექტემბერს შუქი გაითიშება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის საერთო საცხოვრებლების, გმირი კურსანტების, იპოლიტოვ-ივანოვას, რომან ჭელიძის, კაჭარავას, ქერჩის, ხიზანიშვილის და ზარზმის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), წყნეთის გზატკეცილის, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, ყიფშიძის, ბილფელდის, წყნეთის, აბულაძის და გაბაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.