ტოჩინოშინმა სუპერტურნირზე მეორე გამარჯვება მოიპოვა

ტოჩინოშინი

ტოჩინოშინმა ტოკიოში მიმდინარე გაზაფხულის სუპერტურნირზე მეორე გამარჯვება მოიპოვა, თუმცა, ისევ უარყოფითი ბალანსი აქვს, ქართველმა სუმოისტმა, მანამდე, სამი სასტარტო ბრძოლა დათმო.

ლევან გორგაძე იაპონელ კოტოშოჰოს დაეჭიდა და აღმოსავლეთის მეცხრე მაეგაშირა დოჰიოდან გაიყვანა.

ტოჩინოშინის მომდევნო მომდევნო მეტოქე დასავლეთის მე-11 მაეგაშირა, მონღოლი ჩიიოშომა იქნება.

ლევან გორგაძე გაზაფხულის სუპერტურნირს დასავლეთის მეცხრე მაეგაშირას წოდებით შეხვდა და რეიტინგში დასაწინაურებლად, მიმდინარე ტურნირზე მინიმალური დადებითი ბალანსის (8 მოგება) დაფიქსირება სჭირდება.