ლოცვა, რომელიც მორწმუნე მრევლმა ილიაობის დღეს უნდა წაიკითხოს
1754117927
ეროვნული გუნდის ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი თემურ ქეცბაია სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ძალიან დასამახსოვრებელი და ემოციური იყო ჩემთვის, როცა თურქეთთან მატჩის წინ, ქართველმა ქომაგებმა ჩემი გვარის სკანდირება დაიწყეს. არაფერია იმაზე ღირებული, როცა საკუთარი გულშემატკივრისგან იღებ სითბოს და ყურადღებას, განსაკუთრებით მაშინ, როცა აქტიური საფეხბურთო კარიერა დასრულებული გაქვს.
21 ივნისს, სელფის მიერ ორგანიზებულ საგულშემატკივრო სივრცეში, კიდევ ერთხელ მექნება შესაძლებლობა, შევხვდე ქართველ გულშემატკივრებს, ემიგრანტებს და მათთან ერთად ვისაუბრო ფეხბურთზე, ეროვნული ნაკრების მომდევნო თამაშებზე. გელოდებით19:00 საათიდან ჰამბურგში, Klempau Paulaner-ის პაბში,“ - წერს ქეცბაია.