1752349956
თელავში 19 წლამდე ხელბურთელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატი საზეიმოდ გაიხსნა

საქართველო ისტორიაში პირველად ევროპის 19 წლამდე გოგონათა ხელბურთის ჩემპიონატს მასპინძლობს. კონტინენტის პირველობა თელავის სპორტის სასახლეში მიმდინარეობს. ტურნირის გახსნას საქართველოს სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის მერ ლევან ანდრიაშვილთან და ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ვახტანგ მეიფარიანთან ერთად დაესწრო.
ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრები ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს - იტალიას, დაუპირისპირდა და შეხვედრა მინიმალური ანგარიშით 22:24 დათმო. საქართველოს ნაკრებიდან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გუნდის კაპიტანი თეკლა ძამუნაშვილი დასახელდა, რომელიც ირაკლი მეძმარიაშვილმა დააჯილდოვა.
ევროპის ჩემპიონატი საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს. ჩემპიონატში მონაწილეობას 10 გუნდი იღებს. კონტინენტის პირველობა 20 ივლისს დასრულდება.