1750017082
ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონობისთვის ზედიზედ მეოთხედ იბრძოლებს

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო პირველობაზე სამგზის მსოფლიო ჩემპიონი, ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ფინალში იჭიდავებს – ქართველმა ნახევარფინალში აზერბაიჯანელი ზელიმ ცკაევი ორი იუკოთი დაამარცხა.
გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონობისთვის ზედიზედ მეოთხედ იბრძოლებს – ფინალში ნეიტრალური დროშით გამომსვლელ ტიმურ არბუზოვს დაუპირისპირდება.
ფინალური ბლოკი 20:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13 ივნისს დაიწყო და დღემდე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქროს მედალია – ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ტურნირზე ჩატარებული ყველა ორთაბრძოლა იპონით მოიგო და მსოფლიო ჩემპიონობა დამსახურებულად მოიპოვა.