სპორტის მინისტრმა გიორგი მალანიას WLF-ის ჩემპიონის ქამრის დაცვა მიულოცა

გიორგი მალანია

საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ გიორგი მალანიას WLF-ის ჩემპიონის ქამრის დაცვა მიულოცა. სპორტსმენი WLF-ის ჩემპიონი იანვარში გახდა და ქამარი პირველად წელს დაიცვა, მან ჩინელი მებრძოლი ჯინ ინგი დაამარცხა.

გიორგი მალანია საიტის, Beyond Kickboxing-ის, მიხედვით, -64 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ნომერ პირველი კიკბოქსიორია.

სპორტის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ცნობილი ქართველი კიკბოქსიორი დავით ქირია და გიორგი მალანიას მწვრთნელი მამუკა შონია.

ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.