„ჩემი მოუშუშებელი ტკივილი...“ - დაღუპული ლიზი მოისწრაფიშვილის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს
1786694840
საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ცენტრალური ევროპის ანტიდოპინგური ორგანიზაციების გაერთიანების დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მაიკლ ჩეპიჩთან შეხვედრა გამართა.
მაიკლ ჩეპიჩი მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს ფონდის საბჭოს წევრი და ავსტრიის ეროვნული ანტიდოპინგური სააგენტოს აღმასრულებელი ხელმძღვანელია.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ანტიდოპინგური კონტროლისა და განათლების სააგენტოსა და ცენტრალური ევროპის ანტიდოპინგურ ორგანიზაციას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის შესახებ ისაუბრეს.
მემორანდუმი ითვალისწინებს ორწლიან თანამშრომლობას საქართველოში მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ანტიდოპინგური სისტემის განვითარებისა და გაძლიერების მიზნით.