შესაძლოა, „ნაპოლიმ“ მეორე ქართველიც აიყვანოს - იტალიური მედია

გორგი კვერნაძე

სულ რამდენიმე თვის წინ, ნეაპოლში ჩასვლისთანავე, ხალხს აინტერესებდა გამოუთქმელი სახელის მქონე ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია. თუმცა ამ ახალგაზრდა ქართველმა მაშინვე გამოავლინა უჩვეულო ნიჭი, იმდენად, რომ ლურჯ მაისურში 20-ზე ნაკლებ მატჩში 8 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა. იგივე შეიძლება მალე დაემართოს მის თანამემამულე გიორგი კვერნაძეს, რომელიც თითქოს ერთი ნაბიჯით ახლოს არის ნაპოლისთან. ამის შესახებ იტალიური მედია წერს. 

გამოცემაში გიორგი კვერნაძის შესახებ ინფორმაცია დეტალურად არის აღწერილი. 

გიორგი კვერნაძე დაიბადა 2003 წლის 7 თებერვალს თბილისში. პირველი ნაბიჯები საფეხბურთო სამყაროში მან საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი დივიზიონის ეროვნული ლიგის კლუბის, საბურთალო თბილისის მაისურით გადადგა. 

სათამაშო პრაქტიკისთვის 2022 წელს იჯარით „თელავში“ კლუბის დირექტორის, საქართველოს ნაკრების ყოფილი მეკარის, სოსო გრიშიკაშვილის ინიციატივით გადავიდა.

გიორგიმ გასულ სეზონში „თელავის“ ფორმით 21 მატჩი ჩაატარა და ანგარიშზე 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. ახლა კვერნაძის დამატება ბათუმის „დინამოს“ სურს, „ნაპოლი“ კი 19 წლის ფლანგის შემტევს დააკვირდება. თუმცა, ჯერ ტრანსფერზე საუბარი ნაადრევია.

როგორც მედია წერს, გასულ ზაფხულს კვარაცხელიას შეძენის შემდეგ, „ნაპოლის“ ასევე სურს გიორგი კვერნაძის აყვანაც. ქართველი თავდამსხმელი ლურჯი გუნდისთვის შესანიშნავი ინვესტიცია იქნება, უპირველეს ყოვლისა, დაბალი საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით.

„საქართველოში დარწმუნებულნი არიან, რომ ნაპოლის სპორტული დირექტორი ეცდება ლუჩიანო სპალეტის დიდი პოტენციალის მქონე ახალგაზრდა მისცეს“,- წერს მედია.