„შეიძლებოდა უფრო მეტი გოლის გატანა“ - ხვიჩა კვარაცხელია

ხვიჩა კვარაცხელია

ბულგარეთის ნაკრებთან მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში გამარჯვების შესახებ ხვიჩა კვარაცხელიამ ისაუბრა.

კვარაცხელიამ აღნიშნულ შეხვედრაში პირველად უკაპიტნა ეროვნულ გუნდს, რადგან გურამ კაშიამ მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო.

"თამაშს დადებითად შევაფასებდი. მწვრთნელის დავალება იდეალურად შევასრულეთ. შეიძლებოდა უფრო მეტი გოლის გატანა. იყო რაღაც ეპიზოდები, რომელიც უნდა გამოვასწოროთ. საბოლოო ჯამში, დადებითად შევაფასებდი ყველაფერს“, – განაცხადა ფეხბურთელმა.

ჟურნალისტებთან საუბრისას, ხვიჩა კვარაცხელიამ, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებსაც მიულოცა დღევანდელი გამარჯვება.

დღეს საქართველოს ფეხბურთლთა ნაკრებმა ბულგარეთი 3:0 დაამარცხა.