"შავი ლომი" VS "ბაიონა" - "მიხეილ მესხის არენა" ხვალ ქართული რაგბის ქომაგებს უმასპინძლებს

"შავი ლომი" VS "ბაიონა" - "მიხეილ მესხის არენა" ხვალ ქართული რაგბის ქომაგებს უმასპინძლებს

"შავი ლომი" მორიგი მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის ემზადება. გუნდი ჩელენჯ თასის მესამე ტურში ფრანგულ "ბაიონას" დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში ფლეი ოფს მიუახლოვდება.

მატჩი, თბილისში, "მიხეილ მესხის სახელობის არენაზე" ხვალ, 11 იანვარს, 19:15 საათზე დაიწყება.

ორი თამაშის შემდეგ ქართულ გუნდს 4 ქულა აქვს და მე-4 ადგილზეა. "ბაიონა" საფრანგეთის ტოპ 14-ში წარმატებულ სეზონს ატარებს, 14-დან 9 თამაში მოიგო და 38 ქულით მე-4 ადგილზეა.