„რა უსაფრთხოების გარანტიებზე გვაქვს საუბარი - ჯერ საერთაშორისო პარტნიორების წინაშე აღებული ვალდებულებები უნდა შევასრულოთ“ - გიორგი შარაშიძე

გიორგი შარაშიძე

„არ ვიცი, ვინ მოგვიწოდებდა რუსეთთან ესკალაციაში შესვლისკენ, რადგან ეს მეორე ფრონტის გახსნის ნარატივი არის მთლიანად პროპაგანდისტული ხაზი," - ასე გამოეხმაურა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, გიორგი შარაშიძე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რითაც ის უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინტერვიუს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან ორმხრივი ვალდებულებები აკავშირებს და სწორედ დემოკრატიაზე გადის საერთაშორისო გარანტიებიც, უსაფრთხოებაც და სუვერენიტეტიც.

„რა უსაფრთხოების გარანტიებზე გვაქვს საუბარი - ჯერ საერთაშორისო პარტნიორების წინაშე აღებული ვალდებულებები უნდა შევასრულოთ. დემოკრატიაზე გადის საერთაშორისო გარანტიებიც, უსაფრთხოებაც და სუვერენიტეტიც. ეს არის ორმხრივი თანამშრომლობა. დღევანდელ „ოცნებას“ სურს ყველაფერი თავის ჭკუაზე აკეთოს და ამავე დროს, პარტნიორებისგან გარანტიები ჰქონდეს?!“ - აცხადებს გიორგი შარაშიძე.