„ტროტუარზე, ქალი მანქანამ გაიტანა...“ - მძიმე ავარია თბილისში
1782939096
მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ ერთი მერვედფინალისტი გამოვლინდა – ბელგიის ნაკრებმა დამატებით დროში სენეგალი 3:2 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე ითამაშებს.
სენეგალელებმა თამაში თავიდანვე სწრაფად დაიწყეს და უპირატესობაც მოიპოვეს. აფრიკელებმა პირველ ტაიმში რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს, ბელგიელები ერთხელ ძელმა გადაარჩინა, მეორე ეპიზოდში ისმაილა სარის დარტყმული კვლავ ძელს მოხვდა, მაგრამ დამატებაზე ჰაბიბ დიარამ ანგარიში გახსნა.
მეორე ტაიმში სენეგალმა უპირატესობა განიმტკიცა, ნიახატეს ბრწყინვალე გადაცემის შემდეგ, ისმაილა სარმა მეორე ბურთი გაიტანა ბელგიელთა კარში.
მაგრამ აფრიკელებმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს, ბელგიელებმა კი ბოლომდე იბრძოლეს და სამწუთიან მონაკვეთში ჯერ რომელუ ლუკაკუმ შეამცირა სხვაობა (86), ხოლო იური ტილემანსმა ანგარიში გაათანაბრა (89) და შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა.