საქართველოსთან მატჩში ფავორიტები არ ვიქნებით - ჩეხეთის მწვრთნელი

ივან ჰაშეკ

ჩეხეთის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ივან ჰაშეკმა მოახლოებული ევროპის ჩემპიონატის მატჩების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოსთანაც ძალიან რთულ თამაშს ელის, რადგანაც მეტოქეს ძლიერ კლუბებში არაერთი მაღალი დონის ფეხბურთელი ჰყავს.

"ყველა ჩვენს მეტოქეს თავისი სათამაშო სტილი გააჩნია, ამდენად, მათი კარგად შესწავლაა საჭირო. სწორედ ამიტომ უკვე გაწერილი გვაქვს, ევროპის ჩემპიონატამდე პორტუგალიის, თურქეთისა თუ საქართველოს ამხანაგურ მატჩების საყურებლად ვინ და სად წავა. მათი თამაშების ანალიზი უკვე დაწყებული გვაქვს. საქართველო და თურქეთი მაღალი დონის გუნდები არიან და ვერ ვიტყვი, რომ მათთან ფავორიტები ვიქნებით. მათ კარგ ევროპულ კლუბებში არაერთი ფეხბურთელი ჰყავთ. პორტუგალიაზე კი ბევრი სალაპარაკოც არაფერია. არ მხოლოდ ჩვენს ჯგუფში, არამედ მთელს ტურნირზეც ერთ-ერთი ფავორიტი იქნება".

ევრო 2024-ზე ჩეხები საქართველოს 22 ივნისს ჰამბურგში შეხვდებიან, F ჯგუფის სასტარტო ტურში (18 ივნისს, ლაიპციგში) პორტუგალიასთან მატჩი აქვთ, 26-ში კი, ჰამბურგში, თურქებს ეთამაშებიან.