სასიხარულო ინფორმაცია მგზავრებისთვის, რომელიც 27 სექტემბრიდან ამოქმედდება
1758227410
ფაბრიციო რომანოს ვიზიტი საქართველოში დასრულდა. ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სპორტული ჟურნალისტი რამდენიმე ღონისძიებაში მონაწილეობდა.
ვიზიტის ორგანიზატორის, Sports Orient-ის ცნობით, რომანოს სტუმრობა იტალიის საელჩოში დაიწყო, სადაც იტალიის ელჩმა, მასიმილიანო დ’ანტუონომ უმასპინძლა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საფეხბურთო აგენტები, მენეჯერები და სფეროს სხვა წარმომადგენლები.
ცნობილი საფეხბურთო ინსაიდერი შეხვდა სპორტულ ჟურნალისტებსაც. იტალიელმა ქართველ კოლეგებთან საკუთარი გამოცდილების შესახებ ისაუბრა და არაერთ საინტერესო კითხვას უპასუხა.
ფაბრიციო რომანო სტუდენტებს, სხვადასხვა თაობის გულშემატკივარსა და საფეხბურთო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. სადისკუსიო თემები საქართველოს ნაკრები, ქართველი ფეხბურთელების ბოლოდროინდელი წარმატება, 2025 წლის სატრანსფერო „ფანჯარა“ და საფეხბურთო სექტორის თანამედროვე ტენდენციები იყო.