საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ხვალ სლოვენიას დაუპირისპირდება

წყალბურთელები

გადამწყვეტ მატჩამდე ერთი დღე რჩება. ზედიზედ მეშვიდედ ევროპის ჩემპიონატზე გასული საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები, ხვალ სლოვენიას დაუპირისპირდება. წარმატების შემთხვევაში ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლებას მოიპოვებს და რვა საუკეთესოში მოხვედრის შანსს შეინარჩუნებს.

მანამდე კი ქართველმა წყალბურთელებმა B ჯგუფში ორი შეხვედრა ევროპირველობის ფავორიტებთან - საბერძნეთთან და ხორვატიასთან დათმეს, თუმცა შანსი, რომ ნაკრებმა 8 საუკეთესოში ადგილი შეინარჩუნოს ჯერ კიდევ არის. ბელგრადში ვაჟ წყალბურთელთა ნაკრები ხვალინდელი მატჩისთვის განსაკუთრებულად ემზადება.