საქართველოს ნაკრებს უკანასკნელ წლებში უდიდესი პროგრესი აქვს. განსაკუთრებით კარგად ერთა ლიგაზე თამაშობს თუმცა ვეცდებით მეტოქეს ჩვენი თამაში დავუპირისპიროთ - სომხეთის ფეხბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი

ჯონ ვანტ სხიპი

ვეცდებით მეტოქეს ჩვენი თამაში დავუპირისპიროთ, - ასეთია სომხეთის ფეხბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ჯონ ვანტ სხიპის განცხადება დღევანდელ მატჩთან დაკავშირებით.

მისი თქმით, საქართელოს ნაკრებს უკანასკნელ წლებში უდიდესი პროგრესი აქვს.

„აიაქსში“ ძალიან დიდი კონკურენცია იყო და მიქაუტაძეს სათამაშო დრო ამიტომაც არ ეძლეოდა. მიხარია მისი წარმატებები „ლიონში“ და იმედია ასევე განაგრძობს. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ამ გუნდს უკანასკნელ წლებში უდიდესი პროგრესი აქვს. განსაკუთრებით კარგად ერთა ლიგაზე თამაშობს თუმცა ვეცდებით მეტოქეს ჩვენი თამაში დავუპირისპიროთ“, - განაცხადა ჯონ ვანტ სხიპიმ.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები 2025 წლის პირველ შეხვედრას გამართავს.ქართველი ფეხბურთელები სტუმრად სომხეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან.