აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ... - მოძღვარი მრევლს მიმართავს
1774367787
ხვიჩა კვარაცხელიამ კომენტარი გააკეთა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, „პარი სენ-ჟერმენის“ ვარსკვლავი „ჯვაროსნების“ ახალი კაპიტნი გახდა, ვიცე-კაპიტანები კი ოთარ კიტეიშვილი და ოთარ კაკაბაძე იქნებიან.
„ეს ძალიან დიდი პატივი და დაფასებაა, ამასთანავე, დიდ პასუხისმგებლობასაც მაკისრებს, რადგან თითოეული ფეხბურთელისთვის მაგალითი უნდა ვიყო. დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც გადაწყვიტა, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი უნდა ვყოფილიყავი. ვგრძნობ ამ დაფასებას და მიხარია.
გუნდში არაერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი და ლიდერი გვყავს. კაპიტნის სამკლავური იმას არ ნიშნავს, რომ მოედანსა თუ გასახდელში სხვამ არ გამოავლინოს ლიდერის თვისებები. მიხარია, რომ ერთიანები ვართ, ჩემთვის თითოეული ფეხბურთელი კაპიტანია, მთავარია, ერთმანეთისთვის ვიბრძოლოთ.
რაც შეეხება ვიცე-კაპიტანს, ოთარ კიტეიშვილიჩემთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია და მიხარია, რომ გვერდში ასეთი ადამიანი მყავს. იმედი მაქვს, ერთად ყველაფერს ისე გავაკეთებთ, როგორც ჩვენ გვეკადრება“.
დღემდე ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრების კაპიტანი სამჯერ იყო – 2025 წელს ესპანეთსა და თურქეთთან სტუმრად, ხოლო ბულგარეთის ნაკრებთან თბილისში გამართულ შეხვედრებში.